ირაკლი ღარიბაშვილი: სანდრო ბაზაძე პირველია საქართველოდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო, ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებსა და მთელს საქართველოს
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სანდრო ბაზაძეს ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა – იგი პირველია საქართველოდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.
“სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა – იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო. ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებსა და მთელს საქართველოს. შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის მილოცვაში.