ვიქტორ დოლიძე: საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან

“საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს არის საქართველოს, უკრაინის და ნატო-ს გადასაწყვეტი”, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა.

„არავინ აპირებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის დახურვას და ამაზე მსჯელობის შეწყვეტას და ამავე დროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების უკან წაღებას. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს არის საქართველოს, უკრაინის და ნატოს გადასაწყვეტი. ამ პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა. ამ ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ჩამოსვლა და ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრა გაიმართება ნატოს ელჩებთანაც. პოლონეთის მისიაში გაიმართება შეხვედრა პოლონელების შემოთავაზებით. მე მათ ამისათვის მადლობა მინდა გადავუხადო. ამ შეხვედრაზე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩვენი მოკავშირე ბალტიისპირეთის ქვეყნები, ცენტრალური, აღმოსავლეთი თუ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები იქნებიან წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო კონსულტაციები გაიმართება მომავალი ნაბიჯების განსახილველად“, – აღნიშნა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები