საგარეო უწყება: საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინის წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერთავდასხმას გმობს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. უწყებამ განცხადება “ტვიტერზე” გაავრცელა.

​”საქართველო მკაცრად გმობს კიბერშეტევას უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები ყოვლად მიუღებელია და ქმნის საფუძველს სიტუაციის შემდგომი ესკალაციისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას”, – ნათქვამია განცხადებაში.

14 იანვარს, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები