ცესკოს შესარჩევი კონკურსის კომისიამ პრეზიდენტს თავმჯომარისა და წევრების კანდიდატები წარუდგინა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკონკურსო კომისიის ოქმს აქვეყნებს.