მაკა ბოჭორიშვილმა COSAC-ის თავმჯომარეთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პარიზში, საფრანგეთის სენტაში, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) თავმჯდომარეთა შეხვედრა გაიმართა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის და საპრეზიდენტო ტრიოს (სლოვენია, საფრანგეთი, ჩეხეთი) სპეციალური მოწვევით მონაწილეობდა.

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯომარეებმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საფრანგეთის პრიორიტეტები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების გზებზე და ევროს შემოღებიდან 20 წლის გასვლის კონტექსტში, ერთიანი ბაზრის პერსპექტივები განიხილეს. სხდომაზე სპეციალურ მომხსენებლად წარმოდგენილი იყვნენ საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, კლემენ ბონი და ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლეგარდი.

საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების საკითხს და დასავლეთ ბალკანეთის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ საფრანგეთის თავმჯდომარეობის პერიოდში დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაცია იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ საკითხს სპეციალური კონფერენციაც მიეძღვნება.

ხაზი გაესვა, რომ საერთო ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებენ და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან.

თავმჯდომარეთა შეხვედრისას COSAC-ის პლენარული სხდომის დღის წესრიგი შემუშავდა, რომლის
გამართვა 3-5 მარტისთვის დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები