საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარუდგინა

სპეციალურმა საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი წარუდგინა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ სპეციალური საკონკურსო კომისიის მდივანმა, ნატალია ხოხიაშვილმა განუცხადა.

„კომისიამ ვიმსჯელეთ და თავმჯდომარეობის კანდიდატად შეირჩა სამი კანდიდატი, მათ შორის არის გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი და გიორგი თევზაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია. წევრობაზე კი შევარჩიეთ 4 კანდიდატი“, – განაცხადა კომისიის მდივანმა.

ამის შემდეგ, პრეზიდენტი პარლამენტს დასამტკიცებლად ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ და წევრობის 2 კანდიდატს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები