ყაზახეთიდან საქართველოს 8 მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება

ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ყაზახეთიდან, ქალაქ ალმატიდან საქართველოს მიმართულებით რეისი განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ანსამბლ „ილორის“ წევრები სამშობლოში დაბრუნდებიან.

„აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ისევე როგორც საქართველოს საპატიო საკონსულო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.

საელჩოს დახმარებით, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით. ამ დროისათვის, ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე. ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები