ნინო წილოსანი ბადრი ჯაფარიძეზე – ჩემი პირადი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა

ჩემი პირადი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა, თუმცა, მეც და ჩემი კოლეგებიც ვიქნებით გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა განაცხადა.

„კანონმდებლობა და რეგლამენტი მკაფიო ჩანაწერს გვთავაზობს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. სესიაზე პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გუნდში მკაფიო პოზიცია არ გვაქვს დაფიქსირებული.

მე უბრალოდ, ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც ჩვენ პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პირადი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა.

თუმცა, მეც და ჩემი ნებისმიერი კოლეგაც ვიქნებით ჩვენი ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი“, – განაცხადა წილოსანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“.

დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს. აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები