ცესკო-ს წევრობის კანდიდატი: საარჩევნო სისტემა ძალიან გაიზარდა, რაშიც მოხელეების დიდი შრომაა ჩადებული

“90-იანი წლებიდან ვაკვირდებოდი არჩევნებს, იმ არჩევნებიდან დღემდე საარჩევნო სისტემა ძალიან გაიზარდა, რაშიც მოხელეების ძალიან დიდი შრომაა ჩადებული”, – ამის შესახებ ცესკოს წევრობის კანდიდატმა, რუსუდან მუმლაძემ ჟურნალისტებს გასაუბრებაზე შესვლამდე განუცხადა.

მისი თქმით, თუ რამე დარღვევები ხდება, ეს ხდება გარეთ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.

„90-იანი წლებიდან ვაკვირდებოდი არჩევნებს, ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი 2012 წელს, თუმცა, რომელიმე პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. იმ არჩევნებიდან დღემდე საარჩევნო სისტემა ძალიან გაიზარდა. მოხელეების ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, შესაბამისად, მხოლოდ პოლიტიკურ ქაოსში ამის გახვევა არ შეიძლება. თუ რამე დარღვევები ხდება, ეს ხდება გარეთ და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.  ჯამურად, საარჩევნო სისტემა ძალიან არის გაზრდილი“, – განაცხადა რუსუდან მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები