“გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არის დეზინფორმაცია” – პაპუაშვილი პრემიერის შესაძლო გადადგომის საკითხზე

“გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არის დეზინფორმაცია”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას – რატომ შეიქმნა ვებ -გვერდი www.garibashvili.ge, ხომ არ უკავშირდება კერძო გვერდის შექმნა პოსტის დატოვებას უახლოეს მომავალში და საიდან ფინანსდება ის.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამაზე. ამ ვებ-გვერდს არ ვიცნობ. ზოგადად, ხელისუფლების გამჭვირვალობა ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, მათ შორის, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ გავაცნოთ ყველა ნაბიჯი, რომელსაც აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება დგამს ქვეყნის სასიკეთოდ.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვების საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად საუბარი არის, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ასეთი სახის ინფორმაცია არის დეზინფორმაცია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები