იენს სტოლტენბერგი: პუტინს მეზობლებზე დომინირება სურს, მაგრამ ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზად იქნება, მხარი დაუჭიროს უკრაინას ესკალაციის შემთხვევაში, თუმცა, ალიანსის ვალდებულებები მხოლოდ მისი წევრი ქვეყნების დაცვას ეხება.

ამის შესახებ მან გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში თქვა.

“უკრაინა არის ძალიან ღირებული პარტნიორი. ჩვენ ვეხმარებით მას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების განხორციელებაში. ჩვენ ვუჭერთ მხარს – კერძოდ, შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და თურქეთი – აღჭურვილობისა და წვრთნების შეთავაზებით. მაგრამ კიევი არ არის ნატო-ს მოკავშირე. ყველა მოკავშირის დაცვის ვალდებულება ეხება მხოლოდ მოკავშირეებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა იძულებული ნატო, „აღმოსავლეთ ევროპაში ომი დაიწყოს“ ესკალაციის შემთხვევაში, ალიანსის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ასეთი ვითარება რუსეთის სტრატეგიული შეცდომა იქნება და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს გამოიწვევს.

მისი თქმით, “პუტინს მეზობლებზე დომინირება სურს, მაგრამ ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები