რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებში საბრძოლო მზადყოფნისთვის შემოწმება მოულოდნელად დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებში საბრძოლო მზადყოფნისთვის შემოწმება წინასწარი გაუფრთხილების გარეშე დაიწყეს.

“ჯარის მომზადების ზამთრის პერიოდისთვის დაგეგმილი აქტივობები გრძელდება. სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება “ვოსტოკ-2022″-სთვის მზადების ფარგლებში, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებში საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმება მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღინიშნება, რომ წვრთნები საშუალებას მისცემს უწყებას, შეაფასოს არმიის უნარი, სწრაფად იმოქმედოს რუსეთის მასშტაბით დიდ დისტანციებზე გადაჯგუფების შემდეგ.

აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები და სამხედრო ნაწილები ახორციელებენ ღონისძიებების ერთობლიობას, რომ ისინი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს ხარისხამდე აიყვანონ საკონცენტრაციო ზონებთან მისასვლელად. აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის რიგი ფორმირებები და სამხედრო ნაწილები, მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში, კომბინირებულად აწარმოებენ ლაშქრობებს უცნობ სასწავლო მოედნებზე, რომლებიც მდებარეობს მათი მუდმივი განლაგების პუნქტებიდან მნიშვნელოვან მანძილზე, საბრძოლო მომზადების ამოცანების შესასრულებლად.

სწავლება – Восток-2022ბსექტემბერში გაიმართება, რომელზეც უცხო სახელმწიფოების სამხედრო კონტიგენტების მოწვევა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები