რუსეთში არ გამორიცხავენ რაკეტების განლაგებას კუბასა და ვენესუელაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა “არ დაადასტურა და არც უარყო”, რომ, დასავლეთთან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესახებ მოლაპარაკების ჩავარდნის შემთხვევაში, მოსკოვი კუბასა და ვენესუელაში რაკეტების განლაგებაზე დაფიქრდება.

ამის შესახებ მან RTVI-თან ინტერვიუში თქვა.

გადაცემის წამყვანმა, თინა კანდელაკმა რიაბკოვს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა კუბასა და ვენესუელაში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების შესაძლებლობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება.

დიპლომატმა თქვა, რომ არ სურს ასეთი შესაძლებლობის “არც დადადასტურება და არც გამორიცხვა და რომ ყველაფერი ამერიკელ კოლეგებზეა დამოკიდებული”.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ რაკეტების განლაგება ნებისმიერ ტერიტორიაზე, “რა თქმა უნდა, შეშფოთებას გამოიწვევს”.

“ეს არ არის ნატო-ს ტერიტორია, თუ ვსაუბრობთ კუბასა და ვენესუელაზე. მაგრამ წარმომიდგენია, რომ ასეთი ნაბიჯი ნატო-ს მოკავშირეების შეშფოთებას გამოიწვევს“, – დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს საკითხი ჟენევაში აშშ-ნატო-ს ბოლო მოლაპარაკებებზე არ დაყენებულა.

თუმცა, მისი თქმით, აშშ მტკიცედ უპასუხებს, თუ რუსეთი ლათინურ ამერიკაში ჯარების განლაგებას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები