“ეკონომიკის ახალგამომცხვარი მაგისტრი” – გიორგი ცუცქირიძე მიხეილ სააკაშვილზე

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ახალი მუზა ეწვია, ოღონდ ამჯერად სულ სხვა ამპლუაში, – ეკონომიკაში გადაინაცვლა. ციხეში, ლენინის მსგავსად, ახალი საპროგრამო დოკუმენტიც შემოგვთავაზა. მოკლედ, რაღა ლენინი და რაღა მიშა, ჯერ არ ნახული რევოლუციური პროგრამით… ერთია “მიწა გლეხებს და ქარხნები მუშებს” არ დაუმესიჯბოქსებია, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეკონომისტი განმარტავს, შეუძლებელია ერთ კვირაში რაიმე სერიოზული ეკონომიკური პროგრამა იწერებოდეს, მითუმეტეს არა ეკონომისტისგან.

“როგორც ჩანს, ამ პროგრამული თეზისებით აპირებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგომას. ისე ცოტა უფრო სერიოზულად, რომ მივუდგეთ, სად გაგონილა, ერთ კვირაში რაიმე, მეტ-ნაკლებად სერიოზული ეკონომიკური პროგრამა იწერებოდეს, თან ერთი კაცის, ისიც არა ეკონომისტის მიერ!

ეკონომიკური პროგრამები, აგებული სხვადასხვა სცენარებზე, არა ერთი და ორი თვის დროის დანახარჯს მოითხოვს, სპეციალისტთა ფართე წრის ჩართულობით, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციების ანალიზზე, მოკლე და გრძელვადიანი ამოცანების, საკანონმდებლო პაკეტის და გაგაწყვეტილებების ერთიან ფორმატში.

საწვავის ფასის კლება, პენსიების გაზრდა, საარსებო მინიმუმის ზრდა, სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობის გაჩენა, თურმე ამ თემაზე ისაუბრეს 4 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიხეილ სააკაშვილმა და ლევან ხაბეიშვილმა.

თავად ეგ ციფრებიც, მინიმალურ პენსიაზე თუ ხელფასზე, რას ეყრდნობა, რომელ ინდიკატორულ გეგმას, გათვლებს ამ პარამეტრებს ეგ არის ყველაზე საინტერესო, თუმცა რეალურად არც არაფერს.

მთელი ამ სოციალური აბრაკადაბრის თავი და თავი, კი ხაბეიშვილისვე თქმით, ახლა სახალხო გამოსვლები უნდა იყოს ყველა ქალაქში, რათა ბუნებრივია თუ გვსურს გავიღვიძოთ ახალ საქართველოში!

საკუთარი ხალხი, რომ ასეთი უვიცი და სულელი ჰგონიათ, იმიტომაც ზის თავად ეკონომიკის ახალგამომცხვარი მაგისტრი ციხეში, წააგეს ყველა დონის არჩევნები ბოლო ცხრა წლის მანძილზე, ხოლო საკუთარი პარტია იმიტომაც ეშლებათ ცხვირწინ”, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები