პრემიერი დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ახალი საკურორტო ზონის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. როგორც “კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ახალი საკურორტო ზონა სასტუმრო “ოაზისის” ირგვლივ მოეწყობა. ინფრასტრუქტურის განვითარებაში კომპანია DREAMLAND OASIS–ი 105 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. პროექტის პრეზენტაცია 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები