ლევან ვასაძე : მიშას ოცნება იყო, რომ მთელი საქართველო “კაზანტიპად“ ექცია

“კაზანტიპი” უბრალოდ მუსიკალური ფესტივალი არ არის და მისი ჩატარება საქართველოში მიუღებელია – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “პალიტრა TV”-ს ეთერში, გადაცემა “რეზიუმეში” საუბრისას განაცხადა. როგორც ვასაძემ განმარტა, აღნიშნულ ფესტივალს ძალიან მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგია აქვს, სადაც ნარკოტიკების მასობრივი მოხმარება ხდება. “კაზანტიპი” არ არის მუსიკალური ფესტივალი. ის გაფორმებულია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას აქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგია, იქ ნარკოტიკების მასობრივი მოხმარება ხდება“ -აღნიშნა ვასაძემ. მისივე თქმით, არგუმენტი იმის შესახებ, რომ ეს ფესტივალი ფულს შემოიტანს, უსუსურია.
“საქართველოში მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის წელიწადში და 10 000 ტურისტის ჩამოსვლა, ელემენტარული არითმეტიკაა, ერთი პროცენტია”,- აღნიშნა ვასაძემ .
მისივე თქმით, “კაზანტიპის” ფესტივალის ჩატარება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო.
“მიშას ოცნება იყო, რომ მთელი საქართველო “კაზანტიპად“ ექცია. არ გვახსოვთ? ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი მოუწოდებდა ახალგაზრდებს კომკავშირული ტიპის ბანაკებში ბუჩქებში სიყვარულით დაკავებულიყვნენ,“-აღნიშნა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები