ბადრი ჯაფარიძე – სადეპუტატო მანდატის შესაძლო შეწყვეტაზე: ეს შეფასდება, როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა

“ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ. მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„გუშინ ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია, წაყენებული გვაქვს, გუშინ რაღაც ახალი ბრალი გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ. მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის. ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები