“მხოლოდ სასწაულის იმედი მაქვს” – მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე არსებითი სხდომა უნდა გაიმართოს.

ალასანიასთვის, ჯერჯერობით, უცნობია, მისცემენ თუ არა სხდომაზე დასწრების უფლებას.

“მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მასაც აქვს ამის იმედი. როგორც გავიგე, ეკონომიკურ პროგრამაზე ისაუბრებს. იმის მოლოდინი არ მაქვს, რომ შემიშვებენ.

ამ საქმეზე მოლოდინი არ მაქვს. მხოლოდ სასწაულის იმედი მაქვს”, – აღნიშნა ალასანიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები