საფრანგეთის სენატმა ე.წ. კოვიდპასპორტის მიღების წესი გაამკაცრა – ე.წ. ვაქცინის საშვს მოქალაქეები მხოლოდ აცრის შემდეგ მიიღებენ
საფრანგეთის სენატმა, ხმათა უმრავლესობით, ქვეყანაში ე.წ. ვაქცინების საშვის შემოტანის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
6 იანვარს კანონპროექტი ქვეყნის ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტის ქვედა პალატა) პირველი მოსმენით დაამტკიცა.
2021 წლის დეკემბრის ბოლოს, საფრანგეთის ხელისუფლებამ კანონპროექტის მომზადების შესახებ განაცხადა, რომელიც სანიტარიულ საშვებს ე.წ. ვაქცინების საშვით შეცვლის.
კანონპროექტის მიხედვით, ე.წ. ვაქცინაციის საშვის წარდგენა საჭირო იქნება რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, კულტურულ დაწესებულებებში, ასევე, საქალაქთაშორისო მატარებლებში.
დოკუმენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ პირს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი. კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ან გადატანილი დაავადება აღარ იქნება QR კოდის მიღების მიზეზი, როგორც ეს იყო სანიტარული საშვის შემთხვევაში.
ახალი წესები, სავარაუდოდ, 15 იანვრიდან შევა ძალაში.