უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა

უკრაინის პარლამენტის – ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

პარლამენტის ინფორმაციით, ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ მისალოც წერილში აღნიშნა, რომ „ისტორიულად ახლო და მეგობრული ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს, აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და რეალობად ვაქციოთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები”.

აგრეთვე, რუსლან სტეფანჩუკმა ხაზი გაუსვა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები