“არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს დაბალი ხელფასი აქვს“

არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს დაბალი ხელფასი აქვს. ეს არ არის ბელგია, ან კიდევ შვეიცარია, რომ მათ ვედრებოდეთ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, დეპუატატის ხელფასი ყოველთვიურად 3000 ლარზე ცოტა მეტია და ეს ნორმალურიცაა.
“არ შეიძლება არც ერთ სამინისტროში რომელიმე დეპარტამენტის უფროსს ჰქონდეს იმაზე მეტი ანაზღაურება, ვიდრე პარლამენტის წევრს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრებს უნდა მოემატოთ ხელფასი. ეს ნიშნავს, რომ უნდა განისაზღვროს სისტემა,თუ კანონს ასე წერტილ-მძიმით გავყვებით, გავიგებთ, რომ მაშინ 1600 ლარი გვაქვს ხელფასი. მაგრამ ეს ხომ არ აინტერესებს საქართველოს მოსახლეობას. ვის ვატყუებთ?! საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება ორნაწილიანია; ეს არის 1600 ლარი ხელფასი და დაახლოებით ამდენივე სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის დამატებით თანხა. საბოლოო ჯამში, ეს 3000 ლარზე ცოტა მეტი გამოდის. თანამდებობს პირებს კი, ხელფასი უფრო მეტი აქვთ. ეს არის ძალიან ნორმალური ანაზღაურება და თუ ვინმეს განცდა აქვს, რომ 1600 ლარი აქვს ხელფასი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს და ექვითება სანქციებისთვის. მანამ, სანამ დეპუტატის ხელფასის მომატებაზე ვისაუბრებთ, დეპუტატებმა ჯერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულება დაიწყონ, სხდომებზე იარონ, კვორუმის პრობლემები არ უნდა იყოს და მერე მთელი საქართველო რომ მოითხოვს, რა კარგი დეპუტატი გვყავსო და ხელფასი მოუმატეთო, მერე მოვუმატებთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები