დანიაში მოსახლეობას ვაქცინის მეოთხე დოზის შეყვანას სთავაზობენ

დანიის ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას საშუალებას აძლევს, მიიღონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაგნუს ხეუნიკემ განაცხადა, “ბუსტერ” დოზას შესთავაზებენ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან ინფექციის მიმართ.

ჯანდაცვის უწყებები მათ უახლოეს დღეებში დაუკავშირდებიან.

ამასთან, ოფიციალურმა კოპენჰაგენმა ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტის მოქმედების ვადა შეამცირა.

ამიერიდან, სამეფოს მცხოვრებლებმა, რომლებმაც მიიღეს ვაქცინის ორი დოზა, 7 თვის მაგივრად ე.წ. პასპორტით მხოლოდ 5 თვის განმავლობაში ისარგებლებენ. ამასთანავე, მესამე, “ბუსტერ” დოზის შემთხვევაში, რაც მოსახლეობის 54,6% აქვს გაკეთებული, ნიშნავს ე.წ. პასპორტის შეუზღუდავი მოქმედების ვადას.

გარდა ამისა, დანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა კულტურული დაწესებულებების ხელახალი გახსნა, რომლებიც 19 დეკემბერს დაიხურა.

დახურულ სივრცეებში მხოლოდ 500 ადამიანს შეუშვებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები