ირანსა და ვენესუელას გაერო-ში ხმის უფლება ჩამოართვეს
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ირანს, ვენესუელასა და რამდენიმე სხვა საწევროს, გადახდის დავალიანების გამო, ხმის უფლება ჩამოართვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის გენერალური სამდივნო ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის გაერო-ს წევრ 11 ქვეყანას გააჩნია ფულადი დავალიანება გაერო-ს მიმართ.
ორგანიზაციის წესდების თანახმად, თუ დავალიანება უდრის ან აღემატება წინა ორი სრული წლის განმავლობაში გადახდილი შენატანების ოდენობას, ქვეყნები დაკარგავენ ხმის უფლებას.
მოვალეთა სიაში ირიცხებიან: ირანი, ვანუატუ, ვენესუელა, ანტიგუა და ბარბუდა, კომორის კუნძულები, კონგო, გვინეა, პაპუა-ახალი გვინეა, სან-ტომე და პრინსიპი, სომალი, სუდანი.