შერმანი: ნატო “ღია კარის” პოლიტიკაზე უარს არ იტყვის

 

აშშ-მა და ნატო-ს მოკავშირეებმა ნათლად უთხრეს რუსეთს, რომ ალიანსი არ იტყვის უარს “ღია კარის” პოლიტიკაზე, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ.

„აშშ-მ და ნატოს მოკავშირეებმა ნათლად განუცხადეს, რომ ჩვენ “ღია კარის” პოლიტიკის კარს არ დავხურავთ“, – თქვა შერმანმა.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ნატო არსებობს თავისი წევრების დასაცავად” და დასძინა, რომ “ალიანსი არ ეძებს კონფრონტაციას და არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები