სტოლტენბერგი: ნატო დაინტერესებულია დიპლომატიური მისიების მუშაობის აღდგენით მოსკოვსა და ბრიუსელში
“ნატო დაინტერესებულია მოსკოვში მისი მისიის მუშაობის აღდგენით, ასევე, ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში რუსეთის დიპლომატიური ყოფნით”, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთის წარმომადგენლებს უფრო ღრმა მოლაპარაკებების გასამართად, გარკვეული წინადადებების წარმოსაჩენად და კონსტრუქციული შედეგების მისაღწევად. რაც შეეხება ურთიერთქმედებას, ნატო-ს მოკავშირეების დაინტერესებულნი არიან სამოქალაქო და სამხედრო არხების კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობით, ასევე, მოსკოვსა და ბრიუსელში ჩვენი მისიების მუშაობის აღდგენით“, – განაცხადა მან.
ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, „ვწუხვართ, რომ რუსეთმა დახურა დიპლომატიური მისია ნატო-ში და ნატო-ს ოფისი მოსკოვში. ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ გვსურს, აღვადგინოთ რუსეთის მისია ნატო-ში და ნატო-ს ოფისი მოსკოვში, რადგან გვჯერა დიალოგის. ჩვენ გვჭირდება არსებითი დიალოგი“.