პეტრო პოროშენკოს 17 იანვარს, სავარაუდოდ, დააკავებენ
კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავება დაუშვა, რომ იძულებით მოხდეს მისი სასამართლო სხდომაზე მიყვანა, სადაც აღკვეთის ღონისძიებას გააცნობენ.
ამის შესახებ პოროშენკოს ადვოკატმა, იგორ გოლოვანმა თქვა.
თავის მხრივ, პოროშენკომ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, ნუ აშინებენ მას აეროპორტში დაპატიმრებით.
„ყველამ იცის, რომ პეტრო პოროშენკო უკრაინაში 17 იანვარს ბრუნდება, ჩვენც ვიცით. გენერალური პროკურატურა, პეჩერსკის სასამართლო რატომღაც მალავენ, რომ არსებობს გადაწყვეტილება პეტრო პოროშენკოს დაკავების შესახებ, სასამართლოში მიყვანის მიზნით, ასევე, რომ არსებობს გენერალური პროკურატურის მხრიდან პეტრო პოროშენკოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა“, – განაცხადა გოლოვანმა ბრიფინგზე.
მანამდე, კიევის პეჩერსკის სასამართლომ “ევროპული სოლიდარობის” პარტიის თავმჯდომარის და სახელმწიფოს ყოფილ მეთაურის, პეტრო პოროშენკოს მთელი ქონება და აქტივები დააყადაღა.
პოროშენკო სახელმწიფო ღალატის საქმეშია ეჭვმიტანილია.
2021 წლის 17 დეკემბერს გამოძიების სახელმწიფო ბიურომ განაცხადა, რომ პოროშენკომ უგულებელყო გამომძიებლები, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის სასამართლოში დაბარების უწყებების გადაცემას ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნახშირის მიწოდების დანაშაულებრივი სქემის საქმეზე.
იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ პოროშენკომ ქვეყანა დატოვა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ უკრაინაში 17 იანვარს დაბრუნდება.