ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში, ე.წ. ჩოლოქის დასახლებაში, ქობულეთის მერ ლევან ზოიძესთან ერთად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა სახურავები, მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. ასევე, განხორციელდა გაზიფიცირების პროექტი, რის შედეგადაც მოსახლეობა ბუნებრივი აირით უახლოეს მომავალში იქნება უზრუნველყოფილი.

ქობულეთში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ქობულეთის საკრებულოს წევრებმა მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები