ნატო-ში უკრაინის შესაძლო შესვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ალიანსის ისტორიულ შეთანხმებებს რუსეთთან, აქედან გამომდინარეობს მოსკოვის მოთხოვნები, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე “ნაციონალური გაერთიანების”ლიდერმა, მარინ ლე პენმა.
„ისტორიულად, არსებობს რუსეთის წინაშე არებული ვალდებულებები, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან სამხედრო შემადგენელს არ დააყენებს. უკრაინა კი რუსეთის საზღვრებზეა. ეს შეთანხმება ათწლეულობის განმავლობაში იყო დაცული. დღეს კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ, რუსეთი ამაზე ცუდად რეაგირებს“, – განაცხადა ლე პენმა BFMTV-ის ეთერში, წამყვანის კითხვის საპასუხოდ – მართალია თუ არა რუსეთი, როდესაც ითხოვს ნატო-სგან გარანტიებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ გახდება.