ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწეს, არჩილ ყაზაიშვილს, რომელიც ორი დღის წინ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, წინასაპატიმრო გირაო შეეფარდა – ინფორმაცია “კვირას” ყაზაიშვილის უფლებადამცველმა, მერაბ ფუტკარაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, გირაოს თანხა 10 000 ლარით განისაზღვრა. ადვოკატის ცნობით, ყაზაიშვილს მედიასთან კომუნიკაცია არ სურს და კომენტარის გაკეთება მასაც აუკრძალა. დაკავებული ქუთაისის ციხეშია გადაყვანილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყაზაიშვილი ციხეს აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
ცნობისთვის, ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე, არჩილ ყაზაიშვილი ორი დღის წინ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.