მეორე მსოფლიო ომი და თავშესაფრად ქცეული მეტროსადგურები – მძიმე ისტორია ფოტოებზე

www.rarehistoricalphotos.com

მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონელები თავს მიწისქვეშა პლატფორმებს აფარებდნენ და ცდილობდნენ, ასე გადარჩენილიყვნენ გერმანული ბომბდამშენებისგან, რომლებიც მიწის ზემოთ ყველაფერს ანადგურებდნენ. ამ მეთოდს ყველა მიმართავდა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა.

1940 წლის სექტემბრიდან 1941 წლის მაისამდე გერმანია ლონდონისა და ინგლისის სხვა ქალაქების ნავსადგურებს, ქარხნებსა და დასახლებულ ტერიტორიებს მომბავდა.

ლუფტვაფეს დაბმობვის შედეგად, 40 ათასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა. მათგან, თითქმის, ნახევარი სწორედ დედაქალაქში, სადაც მილიონ სახლზე მეტი განადგურდა და დაზიანდა.

ასეთ დროს ლონდონის მეტროსადგურები ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავშესაფარი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაქტიკა პირველი მსოფლიო ომის დროსაც არსებობდა, მთავრობამ 1939 წელს აკრძალა მათი თავშესაფრად გამოყენება, რათა ხელი არ შეშლოდა მგზავრებისა და ჯარის გადაადგილებას. ჩინოვნიკებს სადგურების შესასველელების ჩაკეტვა დაევალათ, თუმცა ძლიერი დაბომბვების მეორე კვირას მთავრობამ სადგურების გახსნის ბრძანება გახსნა.

ყოველ ღამით ლონდონის მეტროსადგურები თავშესაფრის მსურველი ხალხით იყო გადატვირთული. ბევრი მათგანი საღამოს ადრე მოდიოდა წინასწარ გამზადებული საწოლებით.

www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com
www.rarehistoricalphotos.com

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები