ბიძინა კულუმბეგოვი – საკარანტინე ვადის შემცირებაზე: ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება

„პაციენტებს, რომელთაც უდასტურდებათ კოვიდინფექციის არსებობა, მაგრამ არ აქვთ არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა გამოხატული, მათ გადამდებადობის უნარი 5 დღის შემდეგ, პრაქტიკულად, ეკარგებათ”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

მისივე თქმით, საკარანტინე ვადების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხი საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს.

„პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც უდასტურდებათ კოვიდინფექციის არსებობა, მაგრამ არ აქვთ არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა გამოხატული, მეცნიერულ მტკიცებულებებსა და სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, მათ გადამდებადობის უნარი და ეპიდემიოლოგიური საფრთხე 5 დღის შემდეგ, პრაქტიკულად, ეკარგებათ. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც ძალიან დროულია. ჩვენმა ქვეყანამაც რაც შეიძლება სწრაფად და მყისიერად უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კარანტინთან მიმართებით განახლებული ვადები უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები