Fuck EU – ნულანდის უცენზურო სატელეფონო ჩანაწერი (ვიდეო)

  სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდის სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. მასალას „ბი-ბი-სი“ავრცელებს, სადაც საუბარი უკრაინის მოვლენებზე მიმდინარეობს და ნულანდი ევროკავშირის მისამართით ამობობს: „Fuck EU“.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ვიქტორია ნულანდი და უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაიეტი საუბრობენ. ამ ეტაპზე ჩანაწერის ავთენტურობობა დადგენილი არ არის.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ქალბატონის ხმა, რომელიც ჩანაწერში ისმის, ძალიან ჰგავს ნულანდის ხმას. სატალეფონო ჩანაწერი იუთუბიზე გუშინ გავრცელდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ვიქტორია ნულანდმა საკუთარი სიტყვების გამო მოიბოდიშა. აშშ-ის ხელისუფლებამ ჩანაწერის ავთენტურობა არც დაადასტურა და არც უარყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯეინ ფსაკის განცხადებით, ჩანაწერი რუსეთის მიერ იქნა გავრცელებული, რადგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ჩანაწერი აღმოაჩინა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები