ინდოეთში დანიელი ტურისტი გააუპატიურეს
ინდოეთში დანიელი ტურისტი გააუპატიურეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონმა მამაკაცებს სასტუმროსთან მისასვლელი გზა ჰკითხა, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, 51 წლის დანიელი ქალბატონი დელის ცენტრში დაიკარგა და მამაკაცებთან მივიდა, რომ ეკითხა, როგორ მისულიყო სასტუმრომდე. მამაკაცებმა ქალბატონი უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს, სადაც მას დანით დაემუქრნენ, გაძარცვეს და გააუპატიურეს. როდესაც ქალბატონმა მოახერხა სასტუმრომდე მიღწევა, პერსონალმა პოლიციაში დარეკა და მომხდარის შესახებ დანიის საელჩოსაც შეატყობინეს.
პოლიციამ 15 ეჭვმიტანილი დააკავა. ინდოეთში გაუპატიურების შემთხვევებმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. 2012 წლის ბოლოს დელიში ექვსმა მამაკაცმა ავტობუსში 23 წლის გოგონა გააუპატიურა, რის შედეგადაც მსხვერპლი გარდაიცვალა.