„უნდა დაევალოს ბატონ გუჯას, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი ერთხელ წაიყვანოს მივლინებაში“

მაქვს ერთი საინტერესო იდეა – უნდა დაევალოს ბატონ გუჯას, რომ ერთხელ წაიყვანოს ქალბატონი ირმა ნადირაშვილი მივლინებაში და თავად დარწმუნდეს, რომ გუჯა საკუთარი ხარჯებით მიდის საკუთარი ოჯახის სანახავად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ამით პრემიერი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილი მიერ დასმულ კითხვას გამოეხმაურა. ნადირაშვილი დაინტერესდა გარემოს დაცვის ახალი მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი უცხოეთში ვიზიტების დროს რატომ ირჩევს ყოველთვის ბერლინის ძვირად ღირებულ რეისს. ელგუჯა ხოკრიშვილმა განმარტა, თუ რატომ ირჩევს ბერლინის გავლით მგზავრობას.
“ბერლინში იმიტომ მივდივარ, რომ იქ ვცხოვრობდი, იქ არის ჩემი ოჯახი. ყველა მივლინებაში, სადაც მე ვიყავი და სადაც ბერლინი არის ჩართული, იქ თანხა ჩემი ჯიბიდან არის გადახდილი. ეს არის საჯარო ინფორმაცია და შემიძლია დეტალურად მოგაწოდოთ”, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები