ინგლისში, COVID-ით დაავადებულთა დიდი რაოდენობის გამო, კერძო კლინიკებს სახელმწიფო სისტემაში ჩართავენ
ინგლისში კერძო საავადმყოფოებს სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფო რეესტრში ჩასვამენ, თუ სამი თვის განმავლობაში საჯარო კლინიკები ვერ შეძლებენ, კორონავირუსით ინფიცრებული პაციენტების გამო, გეგმური მომსახურების გაწევას.
ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურების ათეულ დაწესებულებასთან შეთანხმების წყალობით, საავადმყოფოები შეძლებენ, თავიდან აიცილონ სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურების შეფერხება – მაგალითად, ონკოპაციენტების დაგეგმილი ოპერაციების მოლოდინი და ა.შ.
საავადმყოფოებს ასევე დაევალათ კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დამატებითი საწოლების განთავსება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სპორტულ დარბაზებში.
ამრიგად, ინგლისში იმედოვნებენ, რომ თავიდან აიცილებენ სამედიცინო სისტემის გადატვირთვასა და ახალ შეზღუდვებს, რომლებიც შოტლანდიამ და უელსმა დააწესეს.