საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვაჟა ფანჩულიძე დაინიშნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ,ბრძანებით ვაჟა ფანჩულიძე დაინიშნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფანჩულიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე დავით შავლიაშვილი შეცვალა.
შავლიაშვილმა პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრემიერ- მინისტრმა იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად წარადგინა. ვაჟა ფანჩულიძე თავმჯდომარედ დანიშვნამდე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები