როგორ ცხოვრობს ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახი მსოფლიოში
საკუთარი ოჯახის გარდა, ის ჩანას სექტის მეთაურიცაა, რომელშიც მამაკაცებს უფლება აქვთ, რამდენიც სურთ, იმდენი ცოლი ჰყავდეთ. ჩანას უფროსი ვაჟი იწრმუნება, რომ მამამისმა ამდენი ქალი მხოლოდ მათი გაჭირვების გამო შეირთო, უმრავლესობა ობოლი და ღარიბი იყო მასთან შეხვედრამდე და ჩანა მათ ეხმარება.
ეს დიდი ოჯახი 4-სართულიან, 100-ოთახიან ბინაში თავსდება, სადაც არის საკუთარი სკოლა, სადურგლო, ღორებისა და ქათმების ბოსელი, ბრინჯის მინდორი და ბაღი.
ყოველდღიურად ერთი საოჯახო სადილის მომზადებას 30 ქათამი, 60 კილოგრამი კარტოფილი და 100 კილოგრამი ბრინჯი ხმარდება.
ცოლებს ზიონა სოფელში ყველაზე ლამაზ მამაკაცად მიაჩნიათ და ირწმუნებიან, რომ მათ ოჯახში დიდი სიყვარული და პატივისცემა სუფევს. მისტერ ჩანა აღიარებს, რომ გამუდმებით ეძებს ახალ ცოლებს. აშშ-შიც კი წავა ცოლის მოსაყვანად.
ოჯახის მეთაურს აქვს მხოლოდ ცალკე ოთახი, დანარჩენები უშველებელ ოთახებში ერთად ცხოვრობენ. ყოველ ღამეს ზიონა სხვადასხვა ცოლთან ატარებს – ცოლქმრულ მოვალეობებს ქალები რიგრიგობით ასრულებენ.