ივანე ჩხაიძე: საქართველოში იანვარი პანდემიის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოში იანვარი პანდემიის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მძიმე პერიოდი იქნება.

“საქართველოში უკვე დაიწყო “ომიკრონის” მიერ გამოწვეული მე-6 ტალღა. სავარაუდოდ, ყოველდღიურად იქნება ინფიცირების მატება, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნები აჩვენებენ 2-3 დღეში ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგებას, შესაძლებელია, საქართველოში იყოს იმაზე მეტი ინფიცირებული, ვიდრე გვყოლია პანდემიის მთელი პერიოდის მიმდინარეობისას. ამიტომ, 15-დან 20 იანვრამდე პერიოდი, ვფიქრობთ, იქნება პერიოდი მაქსიმალური ინფიცირების და ეს იქნება პერიოდი, როდესაც “ომიკრონი” მთლიანად ჩაანაცვლებს “დელტა” ვარიანტს. ამიტომ, იანვარი იქნება საქართველოში პანდემიის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე მძიმე პერიოდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ პერიოდს მომზადებულები შევხვდეთ”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები