რას ფიქრობს კულტურის მინისტრობის კანდიდატი გიგი უგულავას დაკავების ფაქტზე?

ვიზიარებ იმ პათოსს, რომ კანონის მაღლა არავინ არ დგას, და თუ შეკითხვები არსებობს ეს კითხვები უნდა დაისვას – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ პარლამენტში საუბრისას განაცხადა. ამით მინისტრობის კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატის გოგა ხაჩიძის მიერ გიგი უგულავას დაკავების თაობაზე დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.
ხაჩიძე დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა მინისტრობის კანდიდატი პრემიერის მოსაზრებას, რომ უგულავას დაკავებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და იმას, რომ ყოფილი მერი თბილისისდან გაქცევას აპირებდა.
“რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავებას, გულწრფელად ვთვლი, რომ წინასაარჩევნო გარემოში ან იმ მომენტში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის თვალსაზრისთ ამგვარ ფაქტებს პოზიტივი არ მოაქვს, თუმცა ვიზიარებ იმ პათოსს, რომ კანონის მაღლა არავინ არ დგას, და თუ შეკითხვა არსებობს, ეს კითხვები უნდა დაისვას. თუ გამოძიება ჩასატარებელია, უნდა ჩატარდეს. მე, როგორც მოქალაქე, ახლა შემიძლია სასამართლოს შედეგს დაველოდო, როგორც დაცვის მხარეს ,ისე გამოძიებას თავისი არგუმენტები აქვს და ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სასამართლო შედეგი იქნება სამსჯელო საგანი“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები