საქართველოში “ომიკრონის” 600 შემთხვევაა დადასტურებული
9 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში “ომიკრონის” 600 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 777 ადამიანი.