ყაზახეთში ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს

ყაზახეთის პოლიციამ ეროვნული უშიშროების ყოფილი მინისტრი და ექსპრემიერი კარიმ მასიმოვი დააკავა. როგორც ქვეყნის ეროვნული უშიშროების კომიტეტის პრესრელიზშია ნათქვამი, მასიმოვთან ერთად კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირია დაკავებული და მათ ქვეყნის ღალატში ედებათ ბრალი.
ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

როგორც ყაზახეთის უშიშროების კომიტეტის დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 6 იანვარს, კომიტეტმა კარიმ მასიმოვის ხელმძღვანელობით დაიწყო სახელმწიფო გადატრიალების მომზადება, იმავე დღეს ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით „მასიმოვი და სხვა პირები დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში გადაიყვანეს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ცნობისთვის, 5-6 იანვრის ღამეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კარიმ მასიმოვი ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები