Orda: ნურსულთან ნაზარბაევმა, ოჯახთან ერთად, ქვეყანა დატოვა
ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, ოჯახთან ერთად, ქვეყანა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური ტელეგრამ-არხი – Orda.kz ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში მხოლოდ მისი უფროსი ძმა, ბოლატ ნაზარბაევი დარჩა.
“ორდა” წერს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ნაზარბაევის შესახებ არც ხელისუფლებას და არც სახელმწიფო ტელეარხებს ცნობები არ გაუვრცელებიათ.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ პირველმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა, ოჯახებთან ერთად, ყაზახეთი დატოვეს. ქვეყანაში დარჩა მხოლოდ უფროსი ძმა, ბოლატ ნაზარბაევი,” – აღნიშნულია “ორდას” ინფორმაციაში.