ამირან გამყრელიძე: საქართველოში „ომიკრონის“ 335 დადასტურებული შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 5-ს დასჭირდა
“ქვეყანაში „ომიკრონი“ უკვე ინტენსიურად ცირკულირებს. გუშინ „ომიკრონის“ 176 შემთხვევა დადასტურდა და წინა დღესთან შედარებით გვაქვს გაორმაგება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 5-ს დასჭირდა.
„სადღაც 1000 შემთხვევამდე მოვახერხებთ, შემდეგ, თითოეული შემთხვევის დეტალური ანალიზი გაგვიჭირდება. ჯერჯერობით, საიმედო ინფორმაცია რაც გახლავთ, საქართველოში „ომიკრონის“ 335 შემთხვევიდან მხოლოდ 5 შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია მოხდა და აქედან 4 უკვე კლინიკიდან გაწერილია. თითქმის ყველა შემთხვევა შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.