სალომე ზურაბიშვილი: შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული თბილისის სუბ გევორქის ტაძრიდან მიულოცა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.
“შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში! მშვიდობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის! მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.