პრემიერი: შსს-მ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 2013 წელს 70 პირი, 2014 წლის 6 თვეში კი 25 პირი დააკავა

ჩვენ ვართ უკომპრომისო კრიმინალთან და “ქურდულ სამყაროსთან” ბრძოლაში, თქვენს დემაგოგიურ და უსაფუძვლო ბრალდებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმცირესობის წევრის დეპუტატის, გიორგი გაბაშვილის მიერ შს მინისტრ ალესანდრე ჭიკაიძისთვის დასმულ შეკითხვას, რომელიც “კანონიერი ქურდის”, მეტსახელად “რემენას” უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის საკითხს ეხებოდა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, 2013 წელს 70 პირი, 2014 წლის 6 თვეში კი 25 პირი დააკავა.
“შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, თქვენ დააკავეთ “ქურდული სამყაროს” მხოლოდ 10 წევრი. მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ყველასთვის ნათელი, ჩვენ ვართ უკომპრომისო კრიმინალთან და “ქურდულ სამყაროსთან” ბრძოლაში“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები