დავით რეხვიაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვებთან კონტაქტი აქვს, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ხელმძღვანელი, დავით რეხვიაშვილი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვებთან შეხება აქვს, მოუწოდებს – აიცრას, ატაროს პირბადე და მაქსიმალურად დაიცვას დისტანცია.

„კლინიკაში მომართვიანობის განსაკუთრებულ, ნახტომისებრ ზრდას ადგილი არ აქვს, თუმცა, მცირედი მატება შეინიშნება. არის საშუალო სიმძიმის, შედარებით მძიმე და, რა თქმა უნდა, მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტები, რომელთა მკურნალობის გაგრძელება ბინაზე ხდება.

იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება პედიატრიულ კონტინგენტზე არ მოხდეს, ეს არის ისევ ის რეკომენდაციები, რაც სტანდარტულად არის შემოღებული. ეს არის ვაქცინაცია, რომელი საქართველოში ნებადართულია გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში, პირბადის გამოყენება და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომელთაც ბავშვებთან კონტაქტი აქვთ. ასევე, შეძლებისდაგვარად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება“, – აცხადებს დავით რეხვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები