ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მრავალსაუკუნოვან, ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ქართველი და სომეხი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს.

“ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამ მრავალსაუკუნოვან, ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს, რაც, მჯერა, მომავალშიც ასე იქნება. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებას”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები