“ციხეებში ცემა-ტყეპის ფაქტებს ბოლო უნდა მოეღოს“
საერთოდ არ უნდა არსებობდეს “მაყურებელი” და ციხეს უნდა მართავდეს ადმინისტრაცია, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ცემა-ტყეპის ფაქტებს ბოლო უნდა მოეღოს. მისი თქმით, ვინც მსგავს რამეს ჩაიდენს, კანონის სიმკაცრით დაისჯება.
“ციხეებში ცემა-ტყეპის ფაქტებს ბოლო უნდა მოეღოს. კანონის სიმკაცრით დაისჯება ვინც კი მსგავს რამეს ჩაიდენს. რაც შეეხება მაყურებლის ინსტიტუტს, მინდა გითხრათ, რომ მეც მაინტერესებს ეს ადამიანები არსებობენ თუ არა. აქ იყო ლაპარაკი მაყურებლის ინსტიტუტის გაძლიერებაზე. საერთოდ არ უნდა არსებობდეს “მაყურებელი” და ციხეს უნდა მართავდეს ადმინისტრაცია”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.