აშშ-ის კონგრესში კორონავირუსით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია

აშშ-ის კონგრესში კორონავირუსით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია.

როგორც კაპიტოლიუმის შენობაში მომსახურე ექიმმა, ბრაიან მონაჰანმა კონგრესს 3 იანვარს წერილით შეატყობინა, ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი, ნოემბრის შემდეგ,  1%-დან 13%-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

​მონაჰანის მონაცემებით, კონგრესში კორონავირუსის ინფიცირების ნაწილი ვაქცინირებულ პირებზე მოდის.

ინფიცირების შემთხვევებიდან 61%-ს „ომიკრონ“ ვარიანტი შეადგენს, 38%-ს კი – „დელტა“. მისივე თქმით, აცრილ პირებს შორის ინფიცირებას არ გამოუწვევია ჰოსპიტალიზაცია, სერიოზული გართულებები ან სიკვდილიანობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები