“ბაიდენს ერთი კვირით ადრე შევხვდი” – პენტაგონის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა

პენტაგონის ხელმძღვანელს, ლოიდ ოსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა და აქვს მსუბუქი სიმპტომები, ამიტომ, აპირებს, დაესწროს ყველა მთავარ ონლაინ შეხვედრას, – ამის შესახებ თავად ოსტინმა Twitter-ში დაწერა.

„დღეს დილით კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი მივიღე. შესაბამისი სიმპტომები შვებულებაში ყოფნისას გამომიჩნდა. ვაცნობე მენეჯმენტს ჩემი დადებითი ტესტის შედეგის შესახებ, ისევე – როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. ჩემმა თანამშრომლებმა დაიწყეს კონტაქტების მოკვლევა და ყველა იმ პირთა ტესტირება, ვისთანაც შეხება მქონდა გასული კვირის განმავლობაში. ჩემი ბოლო შეხვედრა ბაიდენთან იყო სამშაბათს, 21 დეკემბერს. სიმპტომების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. თუმცა, იმავე დილით უარყოფითი პასუხი მქონდა“, – დაწერა ოსტინმა.

მან ასევე დაწერა, რომ ვაქცინაციამ და რევაქცინაციამ „დაავადება ბევრად გააადვილა, ვიდრე სხვაგვარად შეიძლებოდა, ყოფილიყო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები